ჩემს შესახებ

გამარჯობათ, სასიამოვნოა, რომ გაქვთ სურვილი მიხილოთ აქ!

ჩემი სამსახიობო სახელია საბინა ჭანტურია. მე ვარ შვედ/ქართველი მომღერალი, ვწერ ტექსტებს ჩემი სიმღერებისთვის. მე ვმღერი, ვუკრავ გიტარაზე და ვწერ საკუთარ მუსიკას, რომელიც ჟღერს როგორც მშვიდი აკუსტუკური პოპმუსიკა.

2011 წლის ზაფხულს არჩეულ ვიყავი 30 შვედ მსახიობებთან, მოცეკვავებთან, ფოტომოდელებთან ერთად ნიჭიერთა საერთაშორისო კონკურსში (World Champhionship of Performing Arts”), რომელიც ტარდებოდა ჰოლივუდში. ვსწავლობდი მუსიკის პროდუცირებას, კომპოზიციას ლუნდის უნივერსიტეტში (შვედეთი), ამჟამად გავდივარ მუსიკის და სამართლის კურსს ლინე უნივერსიტეტში.

მუსიკა სავსეა გძნობათა სიმებით. მიზნად ვისახავ შევქმნა ისეთი მუსიკა, რომელიც გულში ჩაწვდება მსმენელს. ბევრს და დაჟინებით ვმუშაობ, რათა განვავითარო ჩემი მუსიკა და მივაღწიო სანუკვარ ოცნებას.